განათლების სამინისტრო რეორგანიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს – კიდევ რა უქმდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ დღეს, 24 ოქტომბერს, განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა განათლების საერთაშორისო ცენტრის გარდა, კიდევ რომელი უწყებები აღარ იქნება ცალკეულად გამოყოფილი და შეუერთდება განათლების სამინისტროს.
ლიკვიდირდება „განათლების საერთაშორისო ცენტრი“, მის ფუნქციებს განათლების სამინისტრო შეასრულებს
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა.
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.
სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი”, – წერია განცხადებაში.
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო