განათლების სამინისტრო: სასწავლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება
EDU.ARIS.GE-ს მიერ განათლების სამინისტროსთვის დღეს დასმულ კითხვებს, რომელიც სკოლაში ტემპერატურის გაზომვის ვალდებულების საკითხს ეხებოდა, მიხეილ ჩხენკელის უწყება განცხადებით პასუხობს და განმარტავს, რომ სასწავლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება:
“სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი.
“გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით”, – განმარტებულია მიხელ ჩხენკელის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვები შეამსუბუქა და მათ შორის თერმოსკრინინგის ვალდებულება გააუქმა.
შემსუბუქებული ღონისძიებების ჩამონათვალი
ამავე თემაზე:
სკოლაში მისულ მოსწავლეებს ტემპერატურას აღარ გაუზომავენ? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
-
24 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია
by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო საგნები, რომლებშიც ვერცერთმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ვერ მიიღო – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
by ARIS.GE-განათლება