სკოლაში მისულ მოსწავლეებს ტემპერატურას აღარ გაუზომავენ? – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
დღეს მთავრობის წყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვები შეამსუბუქა და მათ შორის თერმოსკრინინგის ვალდებულება გააუქმა.
დღემდე არსებული რეკომენდაციით, სკოლებში მისული მოსწავლეებისთვის ტემპერატურის გაზომვა სავალდებულო იყო და თუკი მოსწავლეს ტემპერატურა აღმოაჩნდებოდა სკოლა საჭირო ნაბიჯებს დგამდა. EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეციერების სამინისტროში ჯერ ვერ პასუხობენ, როდიდან აისახება ეს ცვლილება სკოლებზე და და უკვე ხვალიდან შეწყდება თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისული მოსწავლეებისთვის ტემპერატურსი შემოწმება. ამ დოისთვის გვითხრეს მხოლოდ ის, რომ შესაბამისი ინფორმაცია სკოლებს სამინისტროდან გადაეგზავნებათ.
განახლება: განათლების სამინისტრო: სასწავლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება
რაც შეეხება სასკოლო ასაკის პირთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებელს,12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 018 (2.27%), სრულად აცრილია – 3 083 (1.74%). ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 505 (15.42%), სრულად აცრილია- 11 026 (13.60%).
შემსუბუქებული ღონისძიებების ჩამონათვალი
დღეს ასევე ითქვა, რომ 5 წლიდან 12-წლამდე ასაკის ბავშვთა აცრის დაწყებაზე წინასწარი მსჯელობა საბჭოზეც გაიმართა და შესაბამისი ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, ალბათ, თავდაპირველად თანმხლები დაავადების მქონე ბავშვების აცრა დაიწყება.
ასევე იხილეთ:
-
24 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია
by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო საგნები, რომლებშიც ვერცერთმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ვერ მიიღო – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
by ARIS.GE-განათლება