განათლების სამინისტრო სახელფასო ფორმულის განმარტებებს აქვეყნებს – დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე საჯარო სკოლის მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ სახელფასო ფორმულის შესახებ განმარტებებს აქვეყნებს.
ძირითადი ცვლილებების განმარტებები
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი.
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ახალი ბრძანების თანახმად:
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს, რომელიც გაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1.განათლება და კვალიფიკაცია;
2. სამუშაო სტაჟი;
3. სამუშაო დატვირთვა;
და
ბ) შესაძლო დანამატებს:
1. წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი;
2. კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;
3. დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის: ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია;
4. კლასის დამრიგებლობის დანამატი;
5. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.
თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
„განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო