განათლების სამინისტროს სსიპებსა და რესურსცენტრებიდან 300 დან 400 თანამშრომლამდე გათავისუფლდა
განათლების სამინისტროს სსიპებსა და რესურსცენტრებიდან 300-დან 400 თანამშრომლამდე გათავისუფლდა.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დაგეგმილი 10%–იანი ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტრომ 4-5 მილიონი ლარი დაზოგა.
“შევამცირეთ 300-დან 400 შტატამდე, თუმცა ეს არ შეხებია სკოლებსა და უნივერსიტეტებს. საუბარია აიპებზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და სსიპებზე. შევეცდებით, ნაკლები დნახარჯებით გავაკეთოთ იგივე საქმე. რესურსცენტრების ნაწილში გაუქმდა იურისტის და აუდიტის შტატი და დაემატა განათლების სპეციალისტის, ჯამში მივიღეთ ეკონომია. პროფორიენტაციის სამსახურის კოორდინატორები, რომლებიც მანდატურის სამსახურზე იყო მიმაგრებული, პრაქტიკულად გავაუქმეთ და შევეცადეთ, გადაგვენაწილებინა მათი საქმიანობა დეპარტამენტებზე. ვცდილობთ, რომ პროფესიული განათლების დეპარტამენტებმა და სხვა დეპარტამენტებმა ეს ფუნქცია თავის თავზე იკისრონ”, – თქვა მინისტრმა.
საგანმანათლებლო რესურცენტრებში განათლების სპეციალისტის რაოდენობა გაორმაგდება – ალექსანდრე ჯეჯელავა
ვის უშვებს განათლების სისტემიდან ჯეჯელავა – გათავისუფლდება 250-მდე ადამიანი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება