განათლების სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა – კომპეტენციები დებულების თანახმად
გიორგი ამილახვარის უწყებაში ახალი, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი შექმნა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი და 13 მარტს გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულებაში და ახალი დეპარტამენტის კომპეტენციები განისაზღვრა.
ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციები ასე ჩამოყალიბდა:
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება;
ახალგაზრდობის სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა;
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;
სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობა და, საჭიროების შემთხვევაში, ამ მიმართულებით მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ახალგაზრდობის სფეროს განვითარებისთვის, გაძლიერებისა და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად კოორდინაციის გაწევა;
ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის მიმართულებისა და ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების სამინისტროსთვის მიერთება 2024 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში.
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება