განათლების სექტორმა საშუალო ხელფასის ოდენობით ბოლო ადგილზე გადაინაცვლა
2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.
სექტორებს შორის კლება შეეხო განათლებასაც. თუ აქამდე საშუალო ხელფასის სიდიდით განათლების სექტორი ბოლოდან მეორე ადგილზე იყო და მას მხოლოდ სატყეო და თევზის მეურნეობა ჩამორჩებოდა, ახლა საქსტატის ცხრილში, განათლება ბოლო ადგილზეა და საშუალო ხელფასის ოდენობა 785 ლარს შეადგენს.
2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით); მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით).
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება