„განავითარე შენი რეგიონი“ – CIU სკოლებისთვის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მიზნით მიღებას აცხადებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში – „განავითარე შენი რეგიონი“.
საქართველოში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება, განათლების პოლიტიკის ნაწილია. სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს განვუვითაროთ თავისუფლი აზროვნების, კრეატიულობის, იდეების ჩამოყალიბებისა და მათი განხორციელების უნარები.
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეებს.
პროექტის ფორმატი:
საზოგადოების კეთილდღეობაზე დაფუძნებული იდეების გენერირება;
რეგისტრირებული სკოლა წარმოადგენს სამი მოსწავლისგან შემდგარ გუნდს. ერთ-ერთი მოსწავლე იქნება გუნდის ლიდერი. მონაწილე სკოლათა რაოდენობა შეზღუდულია. პროექტში ჩართული იქნება მხოლოდ 20 სკოლა.
პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: ტრენინგი; დავალება; დასკვნითი ეტაპი;
რეგისტრირებულ გუნდებს პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ ონლაინტრენინგი, სადაც საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე: მეწარმეობა, კერძოდ, მცირე და საშუალო მეწარმეობის არსი და მნიშვნელობა; რას გულისხმობს საზოგადოების კეთილდღეობაზე დაფუძნებული იდეა; რა ძირითადი კომპეტენციებია საჭირო ბიზნესის წამოწყებისათვის; როგორ ჩამოვაყალიბოთ იდეა და მოვახდინოთ მისი რეალიზება (ბიზნეს გეგმის მარტივი ვერსია).
მეორე ეტაპი – თითოეული გუნდი ჩამოაყალიბებს იდეას და მოიფიქრებს ამ იდეის განხორციელების გზებს;
ათი დღის ვადაში გუნდებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები (პროექტები) ელექტრონულ ფოსტაზე;
მესამე ეტაპი – დასკვნითი ღონისძიება, რომელიც გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: თბილისი, ჩარგლის ქუჩა, #73). ღონისძიებაზე განვიხილავთ მონაწილე გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტების ანალიზისა და შეფასების შედეგად აღმოჩენილ მიგნებებს, რომელთაც ექნებათ საკონსულტაციო, სარეკომენდაციო სახე.
საშინაო დავალების (პროექტის) შეფასების კრიტერიუმები:
იდეის სიმარტივე და აქტუალურობა;
საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული იდეა;
საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომა, კრეატიულობა;
ხარჯტევადობა (შედარებით მცირე დანახარჯით იდეის განხორციელება);
პრეზენტაბელურობა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
23 – 28 იანვარი – რეგისტრაცია;
3 – 4 თებერვალი – ტრენინგი;
5 – 11 თებერვალი – გუნდები მუშაობენ დავალებაზე;
12 თებერვალი – დავალების გადმოგზავნა;
13 – 17 თებერვალი – კომისიის მუშაობა;
18 თებერვალი – ფინალური ეტაპი, პროექტის დახურვა.
პროექტს განახორციელებს საერთაშორისო ტრენერი, ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – რუსუდან დალაქიშვილი.
პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება დასწრების პრინციპით დარეგისტრირებულ 20 სკოლას.
პროექტზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
პროექტისთვის შერჩეული გუნდები მეორე ეტაპზე ნაშრომებს აგზავნიან შემდეგ ელექტორულ ფოსტაზე: schoolprojects@ciu.edu.ge
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი – მარინე უგულავა (ტელ: 577 21 14 44)
პროექტის კოორდინატორი – ლიკა შენგელია (ტელ: 577 58 85 87)
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი