„განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“ – ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის საყურადღებოდ 6 მარტს მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს.
EMIS-ის ცნობით, ელექტრონულ ჟურნალში მნიშვნელოვანი განახლება განხორციელდა.
კერძოდ „მოთხოვნების“ მოდულში დაემატა ახალი ფუნქცია – „განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“.
რას გაძლევთ ეს ფუნქცია?
ახალი ფუნქცია იმ საგნის შეფასების კორექტირების შესაძლებლობას გაძლევთ, რომელიც ფასდება განმსაზღვრელი ან განმავითარებელი შეფასებით.
როგორ მუშაობს ფუნქცია?
თუ საგანი ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით – კორექტირებისას შეფასება შეიცვლება ქულით.
თუ საგანი ფასდება განმავითარებელი შეფასებით – შესაძლებელი იქნება განმავითარებელი შეფასების მითითება.
“განახლება შეფასებების კორექტირების პროცესს უფრო მარტივსა და მოქნილს გახდის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისას”, – განმარტავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
როცა სკოლა მოსწავლის გაცდენების ექსტერნს განსაზღვრავს – როგორ ვნახოთ გაცდენების დეტალური რეპორტი (ვიდეოინსტრუქცია)
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
როგორ ავსახოთ კერძო სკოლიდან გადმოსული მოსწავლის განმავითარებელი შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში – ინსტრუქცია (ვიდეო)
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა