განრიგი და პროცედურები ყველა აპლიკანტისათვის – 2024 წლის ზაფხულის გამოცდები 3 ივლისს იწყება

2024 წელს საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
გამოცდების დეტალური განრიგი
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი აბიტურიენტებისთვის
2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი
2024 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღი
2024 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების განრიგი
2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რა შემთხვევაში დაიბრუნებთ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს და რა შეზღუდვა არსებობს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 3 აპრილი, 2025
-
2024 წელს საქართველოში 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი – მიზეზები by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
განათლების უფლება საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი უახლეს ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025