ილიაუნის მკვლევარი ლია წვერავა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიით დაჯილდოვდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, აკადემიური დოქტორი ლია წვერავა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისთვის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიით დაჯილდოვდა.
ფონდმა კონკურსი 2021 წელს გამოაცხადა წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობისთვის აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისების მიზნით.
კონკურსის შედეგად, რომელშიც მთელი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ, პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ლია წვერავას მიენიჭა.
ლია წვერავა წელს ასევე შეარჩიეს ლინდაუს ნობელის პრემიის ლაურეატების 70-ე შეხვედრაში საქართველოდან მონაწილეობის მისაღებად. ამ ღონისძიებას საფუძველი 1951 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი ნობელის პრემიის ლაურეატებისა და მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდა მეცნიერების დაკავშირება, შეხედულებებისა და იდეების გაზიარებაა. წელს შეხვედრა დისტანციურად გაიმართა და მასში 70-ამდე ნობელის პრემიის ლაურეატი და 600-ამდე ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობდა.
- ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“ by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საჯარო შეხვედრა ილიაუნის ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი