„განვიხილეთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც სკოლამდელ განათლებაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, 6 ნოემბერს, კონფერენცია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა.
პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, როგორც განათლების კომიტეტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა კონფერენციის შეფასებისას განაცხადა, ღონისძიებაზე სკოლამდელი განათლების სფეროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინოვაციური მიდგომები გამოითქვა.
„განვიხილეთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლამდელ განათლებაში ქართული ფოლკლორის, საბავშვო მოთხრობებისა და მულტფილმების პერსონაჟების პოპულარიზაციას. საქართველო ვერ დარჩება გლობალური განვითარების პროცესის მიღმა, თუმცა აუცილებელია ეროვნული, კულტურული ფესვების შენარჩუნება და მათი გადაცემა მომავალ თაობებზე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ასევე იხილეთ:
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
სკოლებში, შესაძლოა, მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაინერგოს
-
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 4 წლის ნაცვლად 6 წელი გახდება
by სკოლამდელი განათლება
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
by სკოლამდელი განათლება
-
„ჯერ ერთი, ბაღის მასწავლებლებს ხელფასი 500 ლარზე მეტი აქვთ“ – მთავრობა ამბობს, რამდენით გაეზრდებათ ანაზღაურება საბავშვო ბაღებში
by სკოლამდელი განათლება