GE

გასაჩივრების შედეგად ქულა 1498 აბიტურიენტს შეეცვალა – გამოცდები 2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს 128 440-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292 (3.34%)

შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში.

წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა – 1588;
ისტორია – 796;
ინგლისური ენა – 754;
მათემატიკა – 510;
ბიოლოგია – 228;
სამოქალაქო განათლება – 114.
ქიმია – 60;
ლიტერატურა – 52;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
ფიზიკა – 40;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37;
გეოგრაფია – 29;
გერმანული ენა – 19;
რუსული ენა – 15;
ხელოვნება – 7;
ფრანგული ენა – 2;

იხილეთ აბიტურიენტების გათანაბრებული ქულები საგნების მიხედვით (გამოცდები 2023)

ამავე თემაზე:

აბიტურიენტის ცნობარი 2023

რა გზა არსებობს თუ აპელაციის შედეგს არ ეთანხმებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm