GE

გაუ-ში ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა

გაუ-ში “გაუ-ს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციის” (გადა) გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტებს თავიანთი მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნეს, ისაუბრეს დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრას დაესწრო სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი ზაზა რუხაძე, რომელმაც ორგანიზაციის წევრებს წარმატება უსურვა და რამდენიმე სასრგებლო რჩევა მისცა.

“გადა” 2014 წლის შემოდგომაზე დაარსდა, რომლის მიზანია სტუენტების ხელშეწყობა პროფესიული წარმატების მისაღწევად. “გადას” პროექტებში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს.

ორგანიზაციის საქმინობისა და გეგმების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ “გადას” ფეისბუქის გევრდს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური