GE

გაუ-ში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

GAU-ში ლექციების ციკლი “GAU – ღე კარი გამოწვევებს” ტრადიციულ სახეს იღებს. 19 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ლევან ბერძენიშვილი ესტუმრა.

საჯარო ლექცია “მტრობა არ არსებობს” ვაჟა-ფშაველას, შექსპირისა და ევრიპიდეს შემოქმედების ანალიზს დაეთმო. მსჯელობა გალაქტიონს, ბარათაშვილს, დოსტოევსკის, ჰიუგოსა და სხვა დიდ მწერლებსაც შეეხო.

კონფლიქტები, მტრობა, დაუნდობელი ნაბიჯები, გამოსავლის ძიება, მიტევება და უბრალოდ გაგება, მტერთან ადამიანური საერთო წერტილის გამონახვა – ლიტერატურული პერსონაჟებიდან რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებამდე – ამ კონცეფციით წარმართული საუბარი მთავარი იდეით გაერთიანდა: შურისძიება აბსურდულია, მტრობის დაძლება – შესაძლებელი.

საჯარო ლექციის მეორე ნაწილში ტრადიციისამებრ დისკუსია გაიმართა. კითხვებზე პასუხი და აზრთა გაცვლა ინტერაქტიური და ემოციური აღმოჩნდა.

მომდევნო საჯარო ლექცია ლევან გიგინეიშვილთან 9 დეკემბერს გაიმართება თემაზე “მოვალეობიდან უფლებებამდე: ქრისტიანობისა და ლიბერალიზმის რთული ქორწინება”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური