GE

გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია EDU.ARIS.GE – ზე

EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების სააგენტოა, რომელიც, უკვე 8 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.

ვაკანსია:  გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო:  სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

კორპორატიული კლიენტებისთვის ინტერნეტში სარეკლამო  მომსახურეობების შეთავაზება;

კორპორატიული კლიენტების საჭიროებების გამოვლენა, მათთვის უნიკალური შეთავაზებების მომზადება და ექსკლუზიური სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება;

კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მომსახურების სფეროში პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება: მომსახურების პირობების ახსნა, შეთავაზების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება …

პრეტენდენტმა წერილობითი სახით უნდა წარმოადგინოს  სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატის მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება

ანაზღაურება  1000 ლარ + რეალური ბონუსები

(ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე)

ვაკანსია ძალაშია ვიდრე გამოქვეყნებულია საიტზე!

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით sales@aris.ge მისამართზე, თემაში მიუთითეთ –  „გაყიდვები“

შეუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!

მარკეტინგის და ბიზნესის განვითარების მენეჯერი EDU.ARIS.GE–ზე

ვიდეო-ოპერატორის ვაკანსია EDU.ARIS.GE–ზე

გამომშვები რედაქტორი (სკოლამდელი, სასკოლო განათლების მიმართულებით)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური