„ევროპის უნივერსიტეტში“ ვეტერინარიის კვირეული იმართება
20-24 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ვეტერინარიის კვირეული მიმდინარეობს. 20 აპრილს კვირეული XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ვეტერინარიის ვორკშოპით გაიხსნა.
უნივერსიტეტის მიერ 21 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვორკშოპის მონაწილეებს ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანი მარიკა ბოკუჩავა შეხვდა და ვეტერინარიის დარგის ძირითადი თავისებურებები მიმოიხილა. მარიკა ბოკუჩავამ მოსწავლეებს ასევე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და უნივერსიტეტის სასწავლო გარემო გააცნო.
აბიტურიენტებმა სპეციალურად ვეტერინარიის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ახალი სასწავლო სივრცე დაათვალიერეს და ლაბორატორიებში პრაქტიკულად იმუშავეს.
ვეტერინარიის ვორკშოპების პირველი დღე ქირურგიულ ინოვაციებს დაეთმო. ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტების ჩართულობით, მოსწავლეებმა უსისხლო ოპერაციის სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა და ქირურგიული კამერის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
აბიტურიენტებმა ასევე დაათვალიერეს სასწავლო მოდელები, რომლებიც პრაქტიკული უნარების შესაძენად გამოიყენება.
კვირეულის ფარგლებში ჯამში სამი ვორკშოპია დაგეგმილი. დასწრების მსურველებმა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
24 აპრილს კვირეული ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღნიშვნით დასრულდება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პოვნა აბიტურიენტებს ცნობარში კოდით – 1710103 შეგიძლიათ.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრების ციკლი გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა – “დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი