გერმანელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში პირველი XR ლაბი გაიხსნა

პირველად საქართველოში, გაფართოებული რეალობის სასწავლო ლაბორატორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიხსნა. XR LAB ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან პარტნიორობით და DAAD-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია აერთიანებს ვირტუალური რეალობის სათვალეებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ საგანმანათლებლო მასალას, დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ვირტუალურ სასწავლო რესურსებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლებისთვის, კვლევისთვის და ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის. ლაბორატორიით სარგებლობას უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და პარტნიორები შეძლებენ.
სწავლების ახალი და ინოვაციური მეთოდი, გაფართოებული რეალობის გამოყენებით უზრუნველყოფს ინტერაქტიულ გამოცდილებას, დისტანციურად სწავლების შესაძლებლობას და მონტაჟური სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც ვირტუალური სივრცე ადაპტირდება კონკრეტული საგნის შესაბამისად. აღნიშნული გამოცდილების გაზიარებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორები და მკვლევრები.
BTU-ს, DAAD-ის და გერმანული ცვიკაუს უნივერსიტეტის (Zwickau University of Applied Sciences) პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა, რომლის ფარგლებში, სტუდენტს სრული დაფინანსებით შეუძლია რამდენიმე სემესტრი ისწავლოს გერმანიაში და მიიღოს ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. აღნიშნულ პროგრამაზე, სასწავლო პროცესში ჩართული არიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორებიც.
(R)
-
გაიარე ანტრეპრენერული განათლების პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT და გახდი SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი – კონკურსი გამოცხადებულია by მასმედია
-
BTU-ს ახალ კამპუსში სასწავლო პროცესი დაიწყო by მასმედია
-
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს by მასმედია