ღია კარის დღე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU)
10 ნოემბერს, 16:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2022 წლის აბიტურიენტებისათვის პირველი ღია კარის დღე, ადგილზე, გაიმართება.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სხვადასხვა, მათთვის საინტერესო აქტივობას სთავაზობს: უფასო ტრენინგები, გადამზადების სასერტიფიკატო კურსები, სემინარები და პროფესიული ორიენტაციის დღეები – ეს იმ ყველაფრის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც BTU აბიტურიენტებისთვის აანონსებს.
ღია კარის დღეზე დამსწრე საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას ყველაზე ინოვაციური სასწავლო პროგრამებისა და პროექტების შესახებ. BTU-ში საბაკალავრო პროგრამები 4 მიმართულებით ხორციელდება:
1. ბიზნესის ადმინისტრირება- მენეჯმენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი – 1950101
2. ბიზნესის ადმინისტრირება- ფინანსები ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი – 1950102
3. საინფორმაციო ტექნოლოგიები- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი – 1950103
4. ციფრული მარკეტინგი- ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი – 1950104
ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია
- BTU-ში აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – უნიკალური სამაგისტრო პროგრამა რეგიონში by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში რეგიონის მასშტაბით უნიკალურ პროგრამად რჩება by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU