გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიუჯეტის გაუმჭვირვალობაზე საუბრობს
ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აწ უკვე ყოფილი დეკანი უნივერსიტეტში ფინანსების გაუმჭვირვალედ ხარჯვაზე საუბრობს. განცხადება მან ამის შესახება გადაცემა „არჩევანში“ უნივერსიტეტის რექტორთან დებატებისას გააკეთა.
„როდესაც შედეგი არ იდება მიზეზი არის ორი: ან ფინანსების ნაკლებობა ან სუსტი მენეჯმენტი. ამ შემთხვევაში ცხადია საუბარია არის სუსტ და არაეფექტურ მენეჯმენტში. ილიას უნივერსიტეტი არის ქართულ რეალობაში ერთ-ერთი მდიდარი ორგანიზაცია, რომელსაც სწორი მენეჯმენტის პირობებში შეუძლია დადოს გაცილებით უკეთესი შედეგი, შესაძლებელია ჩვენ სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე ცოდნა და განათლება, რომელიც მათ დაეხმარება, რომ უკვე დამამთავარებელი კურსებიდანვე დასაქმდნენ პროფესიით და გამოვიდნენ არაკვალიფიციური შრომის ბაზრიდან, ამისთვის კი საჭიროა მივცეთ მათ თანამედროვე ცოდნა. საჭიროა მათ ვასწავლოთ ისეთი უნარები, რომლისთვისაც საჭიროა კომპიუტერული ტექნიკა. ჩვენ ვსაუბრობთ 6 000– კაციან ბიზნეს სკოლაზე, ყველაზე დიდ ბიზნეს სკოლაზე საქართველოში და 6 ათას კაცში არის მხოლოდ 90 კომპიუტერი. მე მაქვს კითხვები, რომლებზეც არ არის პასუხი და მარტივი ინფორმაცია: სად და როგორ იხარჯება ფული? 60 მილიონია წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი, რომელიც არის სრულიად გაუმჭვირვალე და 27 დეკემბერს წარმომადგენლობითმა საბჭომ ისე დაამტკიცა ეს ბიუჯეტი ერთ დღეში, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს არც ერთ წევრს, ყოველ შემთხვევაში ბიზნეს სკოლის წევრს, ნამდვილად წინასწარ არ უნახავს. დღის წესრიგშიც კი არ იყო შეტანილი წლის ბიუჯეტი ისე დამტკიცდა, რომ ამის შესახებ წინასწარ არავინ იცოდა“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ბრალდებას გადაცემაშივე უპასუხა ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.
„ეს არის არასწორი ინფორმაცია, რასაკვირველია ბიუჯეტის დამტკიცება დღის წესრიგში იყო, რა თქმა უნდა, ყველა პროფესორს, ჩემი ჩათვლით, არ აქვს შესაძლებლობა ბიუჯეტის ყველა დეტალი გაარკვიოს, მაგრამ ეს ბიუჯეტი, ცხადია, არის გამჭვირვალე, ამას ამოწმებს განათლების აუდიტიც. საერთაშორისო აუდიტის კომპანიაც გვყავდა მოყვანილი, რომელმაც შეამოწმა ფინანსები. არც შარშან და არც წელს თავად გიორგი ქადაგიძეს არ წარმოუდგენია ფაკულტეტის ბიუჯეტი“, – აღნიშნა ზედანიამ.
შეგახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც უნივერსიტეტი რეორგანიზაციით ხსნის, თავად ყოფილი დეკანი კი მის მიმართ პირად ინტერესებზე საუბრობს.
გიორგი ქადაგიძე ილიაუნის დეკანი აღარ არის, რა განმარტებას აკეთებს რექტორი
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება