GE

Global Benefits Georgia–ს დაზღვევით კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საზღვარგარეთ ისარგებლებენ

სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia–სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც კავკასიის უნივერსიტეტის უცხოელ და ქართველ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოსა და საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლისას ისარგებლონ საერთაშორისო დონის სტანდარტებთან შესაბამისი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის საუკეთესო პირობებითა და ფასებით.

Global Benefits Georgia-მ სპეციალურად ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის შეიმუშავა სამედიცინო დაზღვევის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა დაცვას გაუთვალისიწინებელი სამედიცინო ხარჯებისგან, სრულად აკმაყოფილებს წამყვანი უნივერსიტეტების მოთხოვნებს და იძლევა საშუალებას სადაზღვევო სქემა თითოეული სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნას ადაპტირებული. Global Benefits Georgia-ს სადაზღვევო პოლისით სარგებლობისას, მომხმარებელს წვდომა აქვს Global Benefits Group-ის მსოფლიო სამედიცინო ქსელის 10.000-მდე მაღალი სტანდარტის სამედიცინო პროვაიდერთან, სადაც პირდაპირი ანგარიშსწორება ხორციელდება და სტუდენტი თავისუფალია დანახარჯებისა და მათი ანაზღაურების პროცედურებისგან. ასევე მოქმედებს 24 საათიანი მსოფლიო სატელეფონო ასისტანსის GBG Assist-ის ცხელი ხაზი, სადაც მაღალკვალიფიციური პერსონალი უწევს კონსულტაციას და ეხმარება სადაზღვევო პოლისის მფლობელებს სამედიცინო მომსახურების დაგეგმვაში.

Global Benefits Georgia – რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია, წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის – Global Benefits Group-ის რეგიონალური წარმომადგენელია. GBG 1981 წელს დაარსდა და დღეისათვის უკვე 120 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის რეგიონებში, სადაც ის საკუთარ მომხარებელს სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სამოგზაურო დაზღვევის სრულ და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. კომპანიის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – პროდუქტების საერთაშორისო განზომილებაა.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური