GE

CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადგილების ჩამონათვალი

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 29 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით.

შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ.

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 11 დან 17 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

სამაგისტრო პროგრამებზე:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური