24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა
24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით უკვე მეექვსედ აღინიშნება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა. ამ თარიღის აღნიშვნის მთავარი მიზანია მსოფლიო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობის შესახებ.
თარიღის დაწესება გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს:
“ევროკავშირის მხარდაჭერა ახალგაზრდების მიმართ საქართველოში უცვლელია! განათლების საერთაშორისო დღეს, გვინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა ERASMUS+, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოში შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და მიიღონ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება. საბა ხუჯაძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, თუ როგორ შეუწყო ხელი ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობამ მის პიროვნულ ზრდას, გააღრმავა მისი ცოდნა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებისადმი და აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარს”, – წერია ევროკავშირი საქართველოსთვის Facebook-ის გვერდზე.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე