ამ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ – ხარისხის ცენტრის განმარტება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 23 იანვრის ინფორმაციით, შპს „ავიცენას“ საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯს (ს/კ: 406250140) 2025 წლის 17 იანვარს ამოეწურა ავტორიზაციის ვადა. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2025 წლის 17 იანვრიდან, 5 წლის ვადით შეუჩერდათ.
როგორც ცენტრი განმარტავს, პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ ვადის განმავლობაში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
“აღსანიშნავია, რომ შპს ”ავიცენას“- საერთაშორისო საზოგადოებრივმა კოლეჯმა, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რეავტორიზაციის განაცხადით მიმართა 2024 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო კანონმდებლობის მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინა 6 დეკემბერს, დებულებით განსაზღვრული ვადის მნიშვნელოვანი დარღვევით.
აღნიშნულის შემდეგ, ცენტრმა უმოკლეს ვადაში დაგეგმა და წარმართა პროცესი (მაძიებლად ცნო დაწესებულება და განახორციელა ვიზიტი). მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – მაძიებლად ცნობიდან არაუგვიანეს 180 დღისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: +995 32 2 02 21 21”, – ვკითხულობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
- მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების გაჭიანურების გამო by ARIS.GE-განათლება
- „ჩვენს ქვეყანაში არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი – ვქმნით სამთავრობო კომისიას“ by ARIS.GE-განათლება
- უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია იქმნება – საკითხს მთავრობის სხდომაზე 20 იანვარს გაიტანენ by ARIS.GE-განათლება