GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 27 და 28 სექტემბერს კონფერენციებს გამართავს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 27 და 28 სექტებერს კონფერენციებს გამართავს.

„იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ – ასე ჰქვია სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციას, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 27 სექტემბერს ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებსა და შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის – X, XI და XII კლასების მოსწავლეებს. გაეცანით დეტალებს მონაწილეობის შესახებ.

28 სექტემბერს გაიმართება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს/მოწვეულ სპეციალისტებს და შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს. იხილეთ დაწვრილებით ინფორმაცია ვადებისა და განაცხადის გაკეთების თაობაზე

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს გადაეცემათ სათანადო სიგელები, ხოლო სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ცნობას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური