GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს “112”-ის წარმომადგენლები შეხვდნენ

2019 წლის 7 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს “112”-ის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრის მიმდინარეობისას დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს “112”-ის დეპარტამენტში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის „112“-ის მობილური აპლიკაცია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური