გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის სამართლებრივი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, გრძელდება პრაქტიკული სამართლის კურსის სწავლება გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.
ტრენინგები გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ საჯარო სკოლებში:
ვარიანის საჯარო სკოლა;
გორის №1 საჯარო სკოლა;
ახალდაბის საჯარო სკოლა;
გორის №9 საჯარო სკოლა.
პროექტის განხორცილებაში ჩართულები არიან გორის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: დაჩი ჩხარტიშვილი, მარიამ დარბაიძე, ალექსანდრე სადაღაშვილი, ნინო ჯირკველიშვილი, გვანცა გვიმრაძე, რუსკა ბუზიაშვილი, მარიამ კოლოტაშვილი, ნინო პოღიზაშვილი, სოფო გუგუტიშვილი.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარების განვითარება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღრმავება.
პროექტი ხელს უწყობს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და მოსწავლეთა ჩართულობას საგანმანათლებლო-საინფორმაციო საქმიანობაში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი