გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება მიმდინარე წლის 16 მარტიდან, ონლაინ რეჟიმში https://zoom.us -ის პლატფორმაზე.
“პროცესი წარიმართება მოქმედი ცხრილის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. მისი თანმიმდევრულად და შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საჭიროა ყველა სასწავლო კურსის წამყვან პროფესორ-მასწავლებელს გაუგზავნოთ თქვენი ელ-ფოსტა.
აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს ასევე ონლაინ რეჟიმში. რეგისტრირებულ სასწავლო კურსებზე ხელშეკრულების ხილვის შესაძლებლობა სტუდენტს ექნება მოქმედ საუნივერსიტეტო ბაზაში.
ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ სტუდენტი ვალდებულია ფაკულტეტის დეკანს დაუდასტუროს (გაუგზავნოს) თანხმობა/უარი არჩეული სასწავლო კურსების თაობაზე.
ონლაინ სწავლისთვის თქვენ დაგჭირდებათ: ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი ტიპის კომპიუტერი ან ტელეფონი, მიკროფონით და კამერით .
ინსტრუქციას, როგორ ჩაერთოთ ონლაინ სწავლებაში და შეუერთდეთ ონლაინ ლექციებს შეგიძლიათ გაეცნოთ უნივერსიტეტის ვებ და fb გვერდებზე”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი