გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“.
კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ორგანიზატორებს აქტიური ჩართულობისთვის და უსურვა წარმატებები.
მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი, დოქტორი ივანე ბალახაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართლის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა. წარმოდგენილი იყო 162 სტუდენტის ნაშრომი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი