GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გორის მე-3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული “ხელის დაბანის საერთაშორისო კვირეულის” ფარგლებში, 18 ოქტომბერს ქ.გორის N3 საჯარო სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა თემაზე “წყალი-სიცოცხლის წყარო, მისი ანთროპოგენული დაბინძურება და დაცვის ღონისძიებები”.

შეხვედრას წაუძღვა სპეციალურად მოწვეული, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ნელი გოგინაშვილი. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ეკოკლუბი – ხელმძღვანელი ლუიზა ცერცვაძე და საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებმაც გამოიჩინეს განსაკუთრებული აქტიურობა და მოხდა სამომავლო გეგმების შემუშავება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური