გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა
მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს უმასპინძლა.
გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი შეხვდა გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, რის შემდეგაც სტუდენტებთან გამართა საჯარო ლექცია, თემაზე – ევროკავშირი და მისი სტრუქტურა.
დასასრულს შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი