გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლა
25 სექტემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერების ფესტივალს უმასპინძლა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დღეს, 26 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 22 პავილიონი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინოვაციურ აქტივობებში: სახალისო ფიზიკაში, ქიმიაში, რობოტექნიკაში, იმიტირებულ არეოლოგიურ ველში, რძის წარმოებასა და მეფუტკრეობაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარდგენილი იყო „HORIZON EUROPE“-ის მრავალფეროვანი აქტივობები.
ფესტივალი მიზნად ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდას ისახავს.
ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი აძლიერებენ მათ შესაძლებლობას, მეცნიერების თანამედროვე მიღწევებსა და სიახლეებს ახლოს გაეცნონ. ბატონმა რექტორმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივისა და თანადგომისთვის, აგრეთვე პარტნიორ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სტუდენტებსა და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ზვიად გაბისონიამაც მიმართა. მან ახალგაზრდებს მიულოცა ღონისძიების გახსნა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, რომლებიც მეცნიერების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფესტივალის მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება.
მისასალმებელი სიტყვები ასევე წარმოთქვეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა; უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა მაია შუხოშვილმა; მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის STEM პროგრამების კოორდინატორმა, ბატონმა კახა ჟღენტმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ბერძნიშვილმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ამავე ფაკულტეტის კრიმინალისტიკური ლაბორატორიის უფროსმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ, პროფსორმა მალხაზ ჩიტაიამ; ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჯული გაბელაიამ; კასპის ტექნოპარკის მენეჯერმა, ხატია ბაინდურაშვილმა; კასპის პროფესიული კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა გორდულაძემ; სერგი მაკალათიას გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მენეჯერმა, ქალბატონმა თამარ კოშორიძემ; კოლეჯ „განთიადის“ დირექტორმა, ქალბატონმა ანა დათუაშვილმა.
ფესტივალს მუსიკალურად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“ აფორმებდა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი