გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს არგენტინის კუიოს კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
6–7 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით არგენტინის კუიოს კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხავიერ დიას ბაი ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კუიოს კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება იყო.
პროფესორ დიას ბაის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ბატონმა რექტორმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და განვითარების შესაძლებლობებს გაუსვა.
პროფესორმა დიას ბაიმ ასევე გამართა დისკუსია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სადაც სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს. გარდა ამისა, პროფესორმა ეკონომიკისა და ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის პროგრამების სტუდენტებისთვის საჯარო ლექციაც ჩაატარა.
„ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოებას, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო სივრცეში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიციის გაძლიერებას“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი