გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა
“დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების” ერთ-ერთი პროექტის – ,,ციფრული ინდუსტრია იწყება შენით” ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგები ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ.
უნივერსიტეტის მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგების მონაწილეებს საწყის დონეზე მიეწოდათ ვიდეოს შექმნისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩატარდა მასტერკლასი თემაზე – ,,როგორ მივიღოთ Youtube-დან შემოსავალი”. მასტერკლასის განმავლობაში განხილული იქნა Youtube-ის სტრუქტურა და მისი ალგორითმი.
შეხვედრებს უძღვებოდნენ: გორის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა დოთიაშვილი და მოწვეული ტრენერი, დიდრო შარაშიძე.
პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილეებმა გამოიყენეს ტრენინგებზე ათვისებული მასალა, შექმნეს ვიდეოები და წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.
ჟიურის მიერ გამოვლინდა 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ ფულადი პრიზებით. ტრენინგების ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
პროექტის კოორდინატორი: ნიკა დოთიაშვილი.
თანაკოორდინატორი: ჯული როსტომაშვილი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი