გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრა გაიხსნა
2024 წლის 13-19 ოქტომბერს, ევროკავშირში აღინიშნება ერასმუს+ დღეები. 18 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ახალი პროექტი – ჟან მონეს კათედრა.
გორის უნივერსიტეტი ჟან მონეს კათედრის პროექტის გამარჯვებულია. 2024 წელს, ჟან მონეს კათედრამ „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ (101172755 — EU-SJ) მიიღო დადებითი შეფასება ევროკავშირში და მოიპოვა ფინანსური მხარდაჭერა.
ჟან მონეს კათედრა ფოკუსირებული იქნება ეროპული სწავლებისა და კვლევების განვითარებაზე. ჟან მონეს კათედრის ავტორი და კოორდინატორია პროფ. ეკატერინე ქარდავა. ჟან მონეს კათედრის წევრები არიან: პროფ. მარიკა შერაზადიშვილი, პროფ. ციური დურული, ზურა ზურაბაშვილი, გიორგი მღებრიშვილი, ხატია ხაბაშვილი, პროფ. მონიკა ტომაჟევსკა. ჟან მონეს კათედრა 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ჟან მონეს კათედრის ფარგლებში იქნება სწავლება შემდეგი მიმართულებით: ევროკავშირის სამართალი, ორგანიზაციული ქცევა, ლიდერობა, ევროკავშირის მოქალაქეობა, ევროკავშირის შრომის სამართალი, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სამოხელეო სამართალი, ევროკავშირის განათლების მენეჯმენტი, ევროკავშირის ახალგაზრდობის პოლიტიკა, ევროკავშირის კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა და შიდა ბაზარი.
ჟან მონეს კათედრის ფარგლებში გაძლიერდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართლის საბაკალავრო, სამართლის სამაგისტრო, საჯარო მმართველობის საბაკალავრო, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო და ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო პროგრამები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტუშას უნივერსიტეტში გამართულ მობილობის კვირეულში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი