GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2024 წლის 20 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეჩვიდმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და უსურვა წარმატებები.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი დავით კვერნაძე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული. პლენარულ სხდომაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „კრისტოფორო დე კასტელი გორში“.

კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 110 ავტორის/თანაავტორის მოხსენება, რომლებმაც პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გააგრძელეს: ისტორიის, ფილოლოგიის, სოციალური მეცნიერებებისა და სამართლის, ბიზნესისა და ეკონომიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და ინფორმატიკის სექციებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური