გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი საჯარო ლექცია გაიმართა
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე: „წმინდა ნინოს ცხოვრება – ყველაზე ძველი ქართული ტექსტი“ და „ქართული ჰაგიოგრაფია“.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „ქართული თვითმყოფადობა“ ფარგლებში.
ლექციას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი