გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკავლო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტის თამილა კეკოშვილის ორგანიზებით გაიმართა პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სწავლებას უძღვებოდა წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენერი, თიკო თანდიაშვილი.
ტრენინგი მოიცავდა პირველი გადაუდებელი დახმარების კურსის ძირითად თემებს. ტრენინგის მსვლელობის დროს თეორიულ ნაწილს თან ერთვოდა პრაქტიკული სავარჯიშოებიანატომიური მოდელებზე (მულაჟებზე).
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი