გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ციფრული ინდუსტრია იწყება შენით”, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
დიმიტრი ყიფიანის სახელობის საინიციატივო საზოგადოების ახალგაზრდული პროექტების ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ციფრული ინდუსტრია იწყება შენით”, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის ბოლოს მონაწილეებმა ტრენინგებზე ათვისებული მასალაზე დაყრდნობით შექმნეს ვიდეოები და წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.
ჟიურის მიერ გამოვლინდა 3 საუკეთესო ნამუშევარი. ავტორები დასაჩუქრდნენ 450, 300 და 150 ლარიანი ფულადი პრიზებით. ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი.
პროექტის კოორდინატორი-ნიკა დოთიაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
პროექტის თანაკოორდინატორი-ჯული როსტომაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
ტრენერი-დიდრო შარაშიძე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი