GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა

2020 წლის 26 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის, სოხუმის, თელავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა კვლევითი დაწესებულების პროფესორები, სტუდენტები, მაგისტრანტები და საკითხით დაინტერესებული პირები.

კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. მონაწილეებს მიესალმნენ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, სერგო ვარდოსანიძე, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, პროფესორი პაატა სურგულაძე, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი ჯაბა სამუშია და სხვები.

კონფერენციის ძირითადი მოხსენება 26 მაისის სახელმწიფო მნიშვნელობაზე გააკეთა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორიმა ოთარ ჯანელიძემ.

კონფერენცია გაგრძელდა დისკუსიის ფორმატში, რომელსაც წარმართავდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: პროფესორები, -ლია ახლაძე და ზურაბ პაპასქირი, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – პროფესორი როინ ყავრელიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – პროფესორი გიორგი გოცირიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორები: მალხაზ მაცაბერიძე და მიხეილ ბახტაძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი ოლივერ რაისნერი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი ანა ჩოჩია და სხვები.

გაიმართა მსჯელობა 26 მაისის, როგორც მოვლენის, მომავალი თაობის მიერ მისი სწორი გააზრების შესახებ. ქართულ სამეცნიერო სივრცეში უკანასკნელ დროს წამოჭრილი პოლემიკის – 26 მაისის თუ 9 აპრილის აღნიშვნასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა ორივე თარიღის სახელმწიფოებრივ და ისტორიულ მნიშვნელობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური