გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
მიმდინარე წლის 22 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია: „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომლმაც ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა მომხსენებლებს. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; ამავე ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ორჯონიკიძე და პროფესორი გიული გიგუაშვილი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ოთხ ათეულზე მეტი სტუდენტის ნაშრომი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო სტატია Scopus-ის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი