გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
2024 წლის 17 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ფარგლებში, გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციური დურულმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართამცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ალექსიძემ.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 138 სტუდენტის 125 მოხსენება შემდეგ სექციებში: „განათლება“, „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სპორტი“, „ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი“, „სამართალი და საჯარო მმართველობა“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი