გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 მარტს გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა აშშ-ის მოქმედი მოსამართლის სემინარების და სხვადასხვა აქტივობების გამართვას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, სამი თვის განმავლობაში.
სტუმრებს შეხვდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსი დავით კვერნაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ბალახაშვილი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი