გორის უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 25 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა 2023 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსში: „მეცნიერება იწყება სკოლიდან—კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, გორის უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტის „ანტიბიოტიკების, პესტიციდების და მძიმე მეტალების ზეგავლენა თაფლის ხარისხზე შიდა ქართლში“ (პროექტის შიფრი SCR-23-111) დახურვა.
პროექტში ჩართული იყო გორის მუნიციპალიტეტის კარალეთი #1, ქვემო სობისის, ბერშუეთის, ქვეშის და სვენეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. მატერიალურ ბაზად (კაბინეტ ლაბორატორიები) გამოყენებული იყო გორის სახელმწიფო უნივერიტეტი.
პროექტი ფარავს გარემოს მდგრადი განვითარების 2, 3 4 და 15 მიზნებს და ეხება მეტად აქტუალურ თემას, თაფლის ეკოლოგიურ დაბინძურებას და ამ მიმართებით მოსწავლეების და ზოგადად მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებას.
პროექტის ხელმძღვანელი : გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე, თანახელმძღვანელი: კარალეთის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნელი ნაოჭაშვილი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანის #1 და #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიის ქალაქ კარლსრუეში by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი