GE

გორის უნივერსიტეტსა და ჟირონას უნივერსიტეტს შორის 2017-18 წლიდან სამაგისტრო პროგრამის ორმაგი დიპლომი ამოქმედდება

ქ. პორტოში (პორტუგალია), დაგეგმილი ფინალური შეხვედრა პროექტის – LMPH N°544191 Tempus 1-2013-1-PT JPCR – ჩარჩოებში წარმატებით მიმდინარეობს. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობენ უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი და პროექტის მენეჯერი ქ-ნი რუიზან მექვაბიძე. მიღებულია შეთანხმება „სასტუმრო მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამის ორმაგი დიპლომის ამოქმედების შესახებ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ესპანეთის ქ. ჟირონას უნივერსიტეტს შორის 2017-2018 სასწავლო წლიდან.

გარდა ამისა, გაფორმდა შეთანხმება მემორანდუმის შესახებ პროექტის პარტნიორებს შორის, კერძოდ: მოლდავეთის სავაჭრო კოოპერატიულ უნივერსიტეტსა, ბულგარეთის ქ. პლოვდივის აგრობიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარების უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიიტეტს შორის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური