გორის უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 26 თებერვალს ჩატარდება
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 26 თებერვალს ჩატარდება.
რექტორის 5 თებერვლის ბრძანებით უკვე დადგინდა, რომ აკადემიურ საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 12 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება.
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები შემდეგ ფაკულტეტებზე უნდა ჩატარდეს:
- სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი – 2 წევრი;
- განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი.
გორის უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე მღებრიშვილის ბრძანების თანახმად, კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. (მის: გორი, ჭავჭავაძის ქუჩა #53, ოთახი 118.)
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კაროლი გასპარის უნივერსიტეტის პროფესორ ტუნდე კომარომის მასპინძლობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი