GE

გორის უნივერსიტეტში ანტიპლაგიატის პროგრამასთან მუშაობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

მიმდინარე წლის 12 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, აკადემიური პერსონალის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე დაგეგმილი ტრენინგების ციკლის ფარგლებში, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ანტიპლაგიატის პროგრამასთან მუშაობა (მენტორები: პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო გორგიშელი).

მენტორებმა ისაუბრეს ანტიპლაგიატის პროგრამა ,,ურკუნდის” (URKUND) მნიშვნელობაზე და მისი გამოყენების სპეციფიკაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური