GE

გორის უნივერსიტეტში გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი სამეცნიერო სესია გაიმართა

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი სამეცნიერო სესია, რომელიც ეძღვნებოდა წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძის დაბადებიდან მე-200 წლისთავს.

სამეცნიერო სესია გახსნა, სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სემინარები და სიმპოზიუმები სტუდენტურ და სამეცნიერო წრეებში. ბატონმა რექტორმა თავის მოხსენებაში ისაუბრა წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე და დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეების სარწმუნოებრივ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ.

პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა, რომლის მოხსენების თემა იყო „ცხოველმყოფელი ჯვარი და შიდა ქართლი“; პლენარულ სხდომაზე თავის მისასალმებელ სიტყვაში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

მოხსსნებები წაიკითხეს: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარიამ კობერიძემ „წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი და ქართული ენა“; ასიტენტ-პროფესორმა, ნიკოლოზ ოთინაშვილმა „ოქროპირიძენი – მუდამ ჩვენი თანამედროვენი“; უფროსმა მასწავლებელმა, ზურაბ ოქროპირიძემ „დისეველი მღვდელმთავრები“; დეკანოზმა გიორგი კარელიძემ „ალექსანდრე ოქროპირიძის მოღვაწეობის ისტორია“.

სამეცნიერო სესიის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფოეში მოეწყო წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძის მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური