GE

გორის უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

12 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელიც მიესალმა მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ ვიანორ ახალაიას და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილს კონფერენციის სათანადოდ ორგანიზებისთვის. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს პროფესორმა ვიანორ ახალაიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა საბა მეტრეველმა.

პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, წარმოდგენილი იყო ხუთ ათეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური