GE

გორის უნივერსიტეტში იტალიელი ავტორის, ვიტალიანო ბრანკატის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში გაიმართა იტალიელი ავტორის, ვიტალიანო ბრანკატის წიგნის ,,ლამაზი ანტონიო“ პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუმრები: იტალიაში მოღვაწე ქართველი პედაგოგი და ქართულ-იტალიური ლიტერატურის მთარგმნელი მაია ტურაბელიძე და პოეტი, ლიტერატურულ ჟურნალ ,,მწვანეყვავილას“ რედაქტორი, გიზო თავაძე.

მთარგმნელის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, პოეტმა ჯემალ ინჯიამ და გორის უნივერსიტეტის პედაგოგმა და მთარგმნელმა მაია ბოლაშვილმა.

სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა წიგნის შინაარსობრივ-მხატვრული განხილვა. დამსწრე საზოგადოებამ რომანთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ვიტალიანო ბრანკატის წიგნის ,,ლამაზი ანტონიო“ მთარგმნელისგან მიიღო. მაია ტურაბელიძემ საზოგადოებას გააცნო თარგმნის პროცესი, ისაუბრა მთარგმენლობით საქმიანობასა და მის სპეციფიკაზე.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური